среда, 7 ноября 2012 г.

ტანგო






შექმნის თარიღი-1910წ.
სიჩქარე- 32-33ტ/წთ.
მუსიკალური ზომა-2/4
კლასიკური ცეკვის ყველაზე რომანტიული სახეობაა. მისი ცეკვისას ქალი და მამაკაცი ყოველთვის შეყვარებულ წყვილად აღიქმება.ტანგოს შეყვარებულთა არისტოკრატიულ ცეკვასაც უწოდებენ, თუმცა თუ მის ისტორიას გადავხედავთ, აღმოჩნდება , რომ ამერიკაში ევროპიდან ემიგრირებული ღარიბებისა და მონების ცეკვა იყო.დღეისათვის ტანგოს სამშობლოდ არგენტინაა მიჩნეული.
ტანგოს წარმომავლობა ბუნდოვანია , თუმცა ის ფაქტი, რომ შუა საუკუნეებში გაჩნდა უდავოა. ტანგოს შექმნის რამდენიმე ვერსია არსებობს. პირველის მიხედვით, ეს ცეკვა ესპანური ფლამენგოსგან წარმოიშვა, რომელიც შემდეგ არგენტინის ეროვნულ ცეკვას შეერწყა. მეორე ვერსიით, იგი აფრიკული ცეკვა ”ტანგანოსგან” წარმოიშვა. არსებობს კუბური ვერსიაც, რომლის თანახმადაც, ტანგო კუბური ცეკვის ”ჰაბანერას” რომანტიული ვარიანტია. ყველაზე გამოკვეთილი კი მაინც ესპანური წარმომავლობაა, კერძოდ, მავრიტანული. მე-15 საუკუნეში მავრიტანელები დღესასწაულს ტანგოს გარეშე არ მართავდნენ, როდესაც მათ ბოშებთან ერთად პირინეის ნახევარკუნძულიდან წასვლა დაიწყეს, დიდი ნაწილი არგენტინაში დასახლდა.იქაურ ხალხს ძალიან მოეწონა ტანგო და მას შეყვარებულთა ”როკვა” უწოდა.სულ მალე ტანგო სამხ.ამერიკის ქვეყნების წამყვანი ცეკვა გახდა და თავის სამშობლოს, ევროპას,აქედან დაუბრუნდა და იქ მას არგენტინული ტანგო უწოდეს.
გავრცელებულია როგორც სალონური ცეკვა...
პირველად სიტყვა ტანგო ცეკვასთან მიმართებაში 1890 წელს გამოიყენეს . დროთა განმავლობაში ტანგო სულ უფრო მეტ პოპულარობას იხვეჭდა.
ტანგოს შესრულების არაერთი მიმდინარეობა არსებობს, მათ შორის: არგენტინული, ურუგვაული, სამეჯლისო, ფინური და ძველებური ტანგო. ტანგოს მუსიკა და ცეკვის ელემენტები ძალზე პოპულარულია .XX საუკუნის ათიან წლებში ბუენოს-აირესელი და მონტევიდეოელი მოცეკვავეები და ორკესტრები გაემგზავრნენ ევროპაში. ტანგოს პირველი ჩვენება პარიზში ,შემდეგ ლონდონში , ბერლინსა და სხვა ქალაქებში გაიმართა. 1913 წლის დასასრულს ცეკვა ნიუ-იორკში , შეერთებულ შტატებში მოხვდა . ა.შ.შ.-ში სიტყვა ტანგო 1911 წლისთვის უკვე ასოცირდებოდა ცეკვებთან რომელთა რტმიც 2/4 ან 4/4 ერთი ნაბიჯი იყო. ზოგჯერ ტანგოს საკმაოდ ჩქარ ტემპშიც ცეკვავდნენ. ამ ხანას ტანგოს ჩრდილოამერიკულ პეროდასაც უწოდებენ .
ტანგოს პარიზის დამახასიათებელ ცეკვად მიიჩნევენ, თუმცა სიყვარულის ქალაქში ამ ცეკვამ 1907 წელს შეაღწია.მსოფლიოს დაპყრობა სწორედ აქედან მოხდა, რადგან ტანგო სულ მალე იქცა არისტოკრატული სალონების წამყვან ცეკვად.




1930-1950_ იანი წლებისთვის გამეფებული დიდი დეპრესიის მიუხედავად, ეს პერიოდი ტანგოს ოქროს ხანად იქცა. ჩამოყალიბდა უამრავი ანსამბლი რომელთა შემადგენლობაშიც შედიოდნენ ნიჭიერი და პერსპექტიული კომპოზიტორები და ტანგოს შემსრულებლები, რომელთა შემოქმედებაც დღეს კლასიკადაა აღიარებული. ანიბალ ტრიო, ოსვალდო პუგლიეზე, ასტორ პიაზოლა და სხვა მრავალი. ტანგოს ხელახლა დაბადებად 1983 წელია მიჩნეული, როცა ნიუ_ იორკში გაიხსნა შოუ ახელწოდებით forever Tango.
სალონის ტანგო გამოირჩევა მოცეკვავეების უფრო გახსნილი პოზიციით, და ტანგოს სხვა მიმდინარეობებზე გაცილებით იმპროვიზაციულია.დატვირთულია სხვადასხვა მოძრაობებითა და მკვეთრი ილეთებით. გამოირჩევა მრავალფეროვანი ნაბიჯებით, ბრუნებით, მანერითა და პოზებით.
საკმარისია ადამიანმა ტანგო ერთხელ იცეკვოს , რომ იგი ვნების ალში გაეხვევა და მისი ნოსტალგია ყოველთვის ექნება. ტანგოს ცეკვისას მთავარია დაიცვა ის ეტიკეტი , რაც ამ ცეკვას ახასიათებს. მოცეკვავეები ცეკვისას ვნებიანი ხდებიან . ხშირად აღნიშნავენ, რომ ტანგოს ცეკვისას ქალმა და მამაკაცმა არ უნდა იფიქრონ სიყვარულზე.ცეკვისას მთავარია მამაკაცმა ქალი თავის მიმართულებით ატაროს. თუ ქალმა ინიციატივა თავის ხელში ჩაიგდო, მაშინ ეს ცეკვა აღარ არის. ისიც თვალშისაცემია , რომ ცეკვისას არის მომენტები, როცა წყვილს შორის აშკარა უთანხმოებაა. ამას სპეციალისტები შემდეგნაირად ხსნიან: ტანგო ეს არის ცხოვრება სიყვარულში. სიყვარული კი არ არსებობს მცირედი კონფლიქტების გარეშე.





ყოველ წელს ბუენოს-აირესში ტანგოს ფესტივალი იმართება. ბუენოს-აირესში ტანგოს მსოფლიო მუზეუმია. ის 2003 წლის დეკემბერში გაიხსნა.
ტანგოს საუკეთესო ავტორად დღემდე ასტორ პიაცოლაა მიჩნეული.




11 დეკემბერი ტანგოს საერთაშორისო დღეა. ამ დღეს დაიბადა ტანგოს უბადლო და საუკეთესო შემსრულებელი კარლოს გარდელი. 
კარლოს გარდელის მონუმენტი









Комментариев нет:

Отправить комментарий