среда, 7 ноября 2012 г.

ვენური ვალსი


შექმნის თარიღი- 1775 წ.
სიჩქარე- 60ტ/წთ.
მუსიკალური ზომა- 3/4
 XIX საუკუნეში დიდი პოპულარობით სარგებლობდა ახალი ცეკვა- ვალსი, რომელმაც თავისი სათავე აიღო ევროპული ხალხის სხვადასხვა ცეკვებიდან. არსებობს ცეკვის წარმოშობის ორი ვერსია: გერმანული და ფრანგულ-იტალიური.
ვალსის გამოჩენამ განაპირობა ის, რომ ბევრმა უარი თქვა ფრანგული საყოფაცხოვრებო ქორეოგრაფიისათვის დამახასიათებელ კანონებზე. ეს ის ცეკვა იყო, რომელიც მიიღო მოსახლების დიდმა ნაწილმა. ვალსის ბედი დაკავშირებულია ლანერისა და შტრაუსის სახელთან. შტრაუსმა უკვდავი გახადა ვალსი. ვალსი გახდა ცეკვების მეფე, ხოლო თვით შტრაუსი ვალსის მეფედ იქნა აღიარებული.





Комментариев нет:

Отправить комментарий